პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: ის პარტიები, რომლებიც არიან მოპასუხენი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო არაკონსტიტუციურ მისწრაფებას გამოავლენს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაწყებული პროცესი წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე, რომ სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდეს საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ მოპასუხე პარტიები არაკონსტიტუციურ მისწრაფებებში ერთმანეთს ეჯიბრებიან, და მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში სიმართლე დადასტურდეს.

თორნიკე ჭეიშვილი: ის პარტიები, რომლებიც არიან მოპასუხენი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო არაკონსტიტუციურ მისწრაფებას გამოავლენს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაწყებული პროცესი წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე, რომ სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდეს საკონსტიტუციო სასამართლოში
იმედინიუსი

ის პარტიები, რომლებიც არიან მოპასუხენი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო არაკონსტიტუციურ მისწრაფებას გამოავლენს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაწყებული პროცესი წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე, რომ სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, სიმართლე არის ჩვენს მხარეს - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში.

დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურობის კიდევ ერთ დასტურად, 2007 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ფაქტი გაიხსენა.

„2007 წელს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა არაკონსტიტუციურად შექმნა ზვიად გამსახურდიას თაოსნობით გაუქმებული, ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებში დროებითი ადმინისტრაციული ერთეული. ეს თავისთავად, რაოდენ მოღალატეობრივი აქტი იყო, განსჯა თქვენთვის მომინდია. 1920-იან წლებში სწორედ ბოლშევიკების ნამოქმედარს უკავშირდება ის, რომ ასეთი ტიპის ხელოვნური წარმოქმნი თავის დროზე იყო გათვალისწინებული.

შესაბამისი პარტიის [„ნაციონალური მოძრაობის“] წარმომადგენლებს შევახსენეთ, რაც მაშინ ჩაიდინეს, ფორმალურადაც დაარღვიეს კონსტიტუცია და ეს ლაიტმოტივად გასდევს მათ ნამოქმედარს წლების განმავლობაში. ისინი, რამდენჯერაც მიეცემოდათ საშუალება, იმდენჯერ უხეშად არღვევდნენ კონსტიტუციას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

დეპუტატმა გაიხსენა ისიც, თუ როგორ მოიქცა გიორგი გახარიას პარტია, როცა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური კანონიერების აღდგენის კანონპროექტი კენჭისყრაზე დააყენა.

„არათუ თავი შეიკავეს შესაბამისი კანონის მხარდაჭერისგან, არამედ კონკრეტულმა წევრებმა წინააღმდეგ მისცეს ხმა. იცით, ეს რას ნიშნავს? მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ის, რაც ერთი მხრივ, უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ და ბოლშევიკების ხელწერას და რაც აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესებთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი - სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული - ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები