ეკა სეფაშვილი ბუქარესტში გამართულ „ევროპის ფორუმს“ დაესწრო
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ბუქარესტში „ევროპის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.