ორგანიზაციის ქრონიკა
აჭარის მთავრობა მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
5 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს ორგანიზაცია არის მონიშნული.
ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მოჰამად მოვაჰედს შეხვდა
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ირანის გენერალურ კონსულ მოჰამად მოვაჰედთან. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის მნიშვნელობას, ტურიზმის განვითარებასა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას.
2027 წელს, აჭარა პრივატიზაციიდან ₾80 მილიონის მიღებას გეგმავს - როგორ სრულდებოდა წინა წლების გეგმები?
აჭარის მთავრობა 2027 წელს პრივატიზაციიდან 80 მლნ ლარის მიღებას გეგმავს, თუმცა წინა წლებში გეგმის შესრულება მკვეთრად ჩავარდა — 2025 წელს დაგეგმილი 180 მლნ ლარიდან ბიუჯეტში 7 მლნ ლარიც ვერ შევიდა.
ბათუმში ლპება საჩოგბურთო კომპლექსი, რომელის განახლებაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო
ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე მდებარე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. სამივე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, თითქმის 4-მილიონიანი პროექტი კი შეჩერებულია.
ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის - "გმირის დღე" მონაწილეებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ მონაწილეებსა და დეპუტატებს შეხვდა. მისი განცხადებით, ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შეხსენებაა.