OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5

ფოტო: pasqualepillitteri.it / news
18
წაკითხვა
OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, ხელოვნური ინტელექტის () ახალი მოდელი GPT-5.5 გამოუშვა. კომპანია მას “ამ დროისთვის ყველაზე ჭკვიან და ინტუიციურ მოდელს” უწოდებს და აცხადებს, რომ ეს “წინ გადადგმული ნაბიჯია კომპიუტერზე ახლებური გზით სამუშაოდ”.
კომპანიამ წინა მოდელი, GPT-5.4, ჯერ კიდევ გასულ თვეში გაგვაცნო, თუმცა აცხადებს, რომ მას GPT-5.5 ჯობნის სხვადასხვა საქმეში, იქნება ეს: კოდის წერა და ხარვეზების გამოსწორება, ონლაინ კვლევა-ძიება, დოკუმენტების შექმნა თუ სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩართულობით მუშაობა.
“თითოეული ნაბიჯის საგულდაგულოდ მართვის ნაცვლად, შეგიძლიათ GPT-5.5-ს არეულ-დარეული, კომპლექსური დავალება მისცეთ და მასვე მიანდოთ დაგეგმვა, ინსტრუმენტების გამოყენება, საკუთარი ნამუშევრის შემოწმება და გაურკვეველი სიტუაციების მართვა”, — აცხადებს OpenAI.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ GPT-5.5 “ამ დროისათვის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მექანიზმებით” იქნება აღჭურვილი და Codex-ში საქმის შესასრულებლად “გაცილებით ცოტა” ტოკენს გამოიყენებს.
GPT-5.5 მოდელის გამოყენება 23 აპრილიდან შეეძლებათ Plus, Pro, Business და Enterprise ვერსიის, ასევე Codex-ის, მომხმარებლებს. ამასთანავე, Pro, Business და Enterprise პაკეტებისთვის GPT-5.5 Pro-ც ხდება ხელმისაწვდომი.
ახალი მოდელი შეგვიძლია მორიგ ნაბიჯად მივიჩნიოთ OpenAI-სა და Anthropic-ს შორის გამართულ ბრძოლაში პირველობისათვის. წლის ბოლოსთვის ეს კომპანიები საფონდო ბირჟაზე შესაძლო გასვლისთვის ემზადებიან.
Anthropic-მა სულ ცოტა ხნის წინ Claude Opus 4.7 გამოუშვა და Mythos Preview მოდელიც დააანონსა. ეს მოდელი საჯაროდ არაა ხელმისაწვდომი და, როგორც კომპანია აცხადებს, კიბერუსაფრთხოების მხრივ უნიკალური დახვეწილობით გამოირჩევა. აქედან მალევე OpenAI-მ GPT-5.4-Cyber გამოუშვა — სპეციალური მოდელი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოწყვლადობების გამოსავლენად.
ასევე იხილეთ: უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
კომპანიებს AI კოდირებისა და სამეწარმეო ინსტრუმენტების ბაზარზე პირველობა სურთ. OpenAI-მ ახლახან დამატებით პროექტებზე უარი თქვა და რესურსი უფრო შემოსავლიანი მიმართულებებისკენ მიმართა.
ცნობისთვის, მოდელის გამოშვების ფონზე სულ რამდენიმე დღეში გახმაურებული სასამართლო პროცესია დაგეგმილი ილონ მასკსა და OpenAI-ს ხელმძღვანელებს — სემ ალტმანსა და გრეგ ბორკმანს — შორის. მოსმენები 27 აპრილს დაიწყება ოკლენდის ფედერალურ სასამართლოში, კალიფორნიაში.
იხილეთ: ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
GPT-5.5-ის შესახებ მეტს OpenAI-ს ბლოგპოსტიდან შეიტყობთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს2613 ნახვა
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო469 ნახვა
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს435 ნახვა
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს416 ნახვა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია397 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა

უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
გადახედვა
მეცნიერება
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
Sci-Tech
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
ადამიანი
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას