როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები

როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები
ფოტო: AP
3
წაკითხვა
ჩერნობილის აკრძალულ ზონაში, სადაც საშიში რადიაციაა, მგლები გამრავლდნენ.
უკრაინის ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის რეაქტორის აფეთქებიდან 40 წლის განმავლობაში, ცხოველები მომრავლდნენ. ისინი ადამიანებისგან გამოთავისუფლებული ჰაბიტატით სარგებლობენ.
მათ შორის არიან ნაცრისფერი მგლები (Canis lupus), მტაცებლები, რომელთა პოპულაცია აკრძალულ ზონაში 1986 წლიდან მკვეთრად გაიზარდა.
მეცნიერებს აინტერესებთ, რატომ ხდება ეს და ახალი გენეტიკური კვლევა ამის გარკვევაში გვეხმარება.
კვლევა პრინსტონის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგების, კარა ლავისა და შეინ კემპბელ-სტატონის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მათი თქმით, ჩერნობილის მგლებს სხვა მგლებისგან გენეტიკური განსხვავებები აქვთ. სწორედ ეს განსხვავებები უნდა იყოს ის, რაც მგლებს იონიზირებული გამოსხივების გამკლავებაში ეხმარება.
“შესაძლოა, პოპულაციაში არსებობდეს გენეტიკური ვარიაცია, რაც ზოგიერთ ინდივიდს საშუალებას მისცემს, უფრო მდგრადი იყოს რადიაციის მიმართ; ამ შემთხვევაში კიბო მაინც შეიძლება იმავე სიჩქარით განუვითარდეთ, მაგრამ ამან ჯანმრთელობაზე ისეთი დიდი გავლენა არ მოახდინოს, როგორც სხვა მგლებზე”, — განაცხადა კემპბელ-სტატონმა.
რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, არის ის, თუ როგორ მუშაობს ეს მდგრადობა.
“მათ ამ დაავადების უკეთ ატანა შეუძლიათ. ფაქტია, რადიაციული ზემოქმედების მიუხედავად ისინი ხშირად არ ავადდებიან”, — დასძინა კემპბელ-სტატონმა.
ბირთვული კატასტროფის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში რეგიონში ადამიანების რაოდენობა შემცირდა.
ფოტო: Getty Images
ადამიანებისგან მიტოვებული ტერიტორიები სხვა გარეულმა ცხოველებმაც დაიკავეს. მათ შორის არიან ირმები, ბიზონები, ტახები და მიუსაფარი ძაღლები. მკვლევრებმა ამ ადგილს რადიოაქტიური ედემიც კი უწოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, რეგიონში მგელი ყველაზე მეტად გავრცელდა.
მკვლევრებს სწორედ ეს აინტერესებდათ, მათ სურდათ გაეგოთ, თუ რატომ გაიზარდა მგლების პოპულაციები მაშინ, როდესაც სხვა ცხოველების შედარებით შემცირდა.
2024 წელს ისინი შევიდნენ აკრძალულ ზონაში და რამდენიმე მგლის სისხლის ნიმუშები აიღეს. მათ ასევე აიღეს სისხლის ნიმუშები ბელარუსში მცხოვრები მგლებისგან, სადაც რადიაციის დონე უფრო დაბალია, და -ში, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მცხოვრები მგლებისგან. ბუნებრივია, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში რადიაციის დონე სტანდარტულია.
მათ ჩერნობილის მგლებში 3180 გენი აღმოაჩინეს, რომლებიც სხვა პოპულაციებისგან განსხვავდება. შემდეგ, მათ ეს მონაცემები ადამიანის გენეტიკურ მონაცემებს შეადარეს, რათა აღმოეჩინათ ადამიანებსა და მგლებს შორის საერთო სიმსივნის 10 ტიპის მარკერი.
უმნიშვნელოვანესია ის, რომ მათ ჩერნობილის მგლებში აღმოაჩინეს კიბოსთან დაკავშირებული 23 გენი, რომლებიც უფრო აქტიურია; ეს გენები ადამიანებში დაკავშირებულია ზოგიერთი კიბოს შემთხვევაში გადარჩენის უკეთეს მაჩვენებელთან.
მკვლევრების თქმით, ჩერნობილის მგლების გენეტიკური მახასიათებლები თაობების განმავლობაში ხანგრძლივი რადიაციული ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. ეს ცხოველები რადიოაქტიურ ზონაში ცხოვრობენ და რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბალახისმჭამელებით იკვებებიან, რომლებიც თავის მხრივ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მცენარეებს ჭამენ.
“მგლები ნამდვილად საინტერესო შესაძლებლობას გვთავაზობენ, გავიგოთ იონიზირებადი გამოსხივების ქრონიკული, დაბალი დოზით, მრავალთაობაზე ზემოქმედების გავლენა”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.
ზუსტად არ არის ნათელი, თუ როგორ მუშაობს ეს გენეტიკური მახასიათებლები პრაქტიკაში. მგლებს, შესაძლოა, ნაკლებად განუვითარდეთ კიბო, ან კიბოთი გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდეთ, ან ორივეს კომბინაცია. საბოლოოდ, ეს შეიძლება კიბოსთან ბრძოლაში გამოგვადგეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს3243 ნახვა
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო1381 ნახვა
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ984 ნახვა
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი701 ნახვა
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი463 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
Paleo
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა
გადახედვა

უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
Sci-Tech
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
ადამიანი
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას
როგორ განსაზღვრავს “ბნელი მხარე” ჩვენს კარიერას