ფოტო: NASA/Joel Kowsky
3
წაკითხვა
NASA-ს ხელმძღვანელ ჯარედ აიზეკმენს პლუტონისთვის ადრინდელი “დიდებულების” დაბრუნება სურს — პლანეტის სტატუსის, რომელიც მას 2006 წელს ჩამოართვეს.
საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების (IAU) გადაწყვეტილებით, პლუტონი ჯუჯა პლანეტების რიგში გადავიდა, რის გამოც მსოფლიოს გარშემო საგანმანათლებლო წიგნების გადაწერა გახდა საჭირო: მზის სისტემას ერთი პლანეტა გამოაკლდა.
პლუტონი ამერიკელმა ასტრონომმა, კლაიდ ტომბომ, 1930 წელს აღმოაჩინა; მან ობიექტი არიზონაში მდებარე ლოუელის ობსერვატორიიდან დააფიქსირა. დღემდე ადამიანთა ნაწილი 20 წლის წინანდელ კლასიფიკაციას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ პლუტონი ისევ მზის სისტემის მეცხრე პლანეტა უნდა გახდეს.
ფოტო: NASA
საერთაშორისო ასტრონომიული გაერთიანების კრიტერიუმებით პლანეტა მზის გარშემო უნდა მოძრაობდეს, სფერული ფორმის შესანარჩუნებლად საკმარისი მასა ჰქონდეს და საკუთარი ორბიტა კოსმოსური ნარჩენებისგან გაათავისუფლოს (გრავიტაციულად დომინანტური იყოს). პლუტონი ამ უკანასკნელს არ აკმაყოფილებს, რადგან ბევრ სხვა ჯუჯა პლანეტასთან ერთად კოიპერის სარტყელში მდებარეობს.
ამის საპირისპიროდ პლუტონის “დამცველები” ამბობენ, რომ, მაგალითად, დედამიწა და იუპიტერიც კოსმოსურ სივრცეს არაერთ ასტეროიდთან იზიარებს. აღნიშნული მიზეზით მათ სამართლიანად არ მიაჩნიათ, რომ მას პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს.
ბოლო განცხადების მიხედვით, ამავე აზრისაა ჯარედ აიზეკმენიც, მილიარდერი და კერძო მისიაში მონაწილე ასტრონავტი, რომელიც NASA-ს ხელმძღვანელი გასულ დეკემბერში გახდა. 28 აპრილის სენატის სხდომაზე მას რესპუბლიკელმა ჯერი რომანმა პლუტონის სტატუსისადმი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხა.
“სენატორო, მე პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის დაბრუნების მომხრეთა ბანაკში ვარ. შეიძლება ითქვას, ზოგ ისეთ ნაშრომზეც ვმუშაობთ, რომელთა მეშვეობითაც გვსურს, სამეცნიერო საზოგადოებაში ხელახლა წამოიჭრას დისკუსია და კლაიდ ტომბოს დამსახურებული აღიარება დაუბრუნდეს”, — განაცხადა აიზეკმენმა.
ეს საკითხი 2015 წელსაც წამოჭრეს მას შემდეგ, რაც ზონდმა New Horizons-მა პლუტონის მრავალფეროვანი და მთიანი ლანდშაფტების გამოსახულებები მოიპოვა. ყველაფერი მაინც IAU-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული — პროფესიონალი ასტრონომების გლობალურ საზოგადოებაზე, რომელიც ციურ სხეულებსა თუ მათზე არსებულ გეოლოგიურ ობიექტებს სახელებს ანიჭებს და კლასიფიკაციასაც უზრუნველყოფს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები4073 ნახვა
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო1681 ნახვა
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ1227 ნახვა
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი514 ნახვა
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა430 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა “ეფარება”
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა “ეფარება”
გადახედვა
მეცნიერება
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
Sci-Tech
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს