ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს

კოსმოსიSci-Techმეცნიერება
ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს
ფოტო: Colibre Simulations via YouTube
ასტრონომებმა სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის გამოსაცდელად სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს ბევრი თვისებით ჰგავს.
მაგალითად, კომპიუტერულად შექმნილი “გალაქტიკები” რეალურივით გამოიყურება და ისეთ თვისებებსაც იზიარებს, როგორიც ფერი, ზომა და ნათებაა. აღნიშნული კომპიუტერული მოდელი ფიზიკის განტოლებებზეა დაფუძნებული.
მკვლევრების თქმით, ვირტუალურმა სამყარომ შემდეგი რამ გამოავლინა: სტანდარტული მოდელი გალაქტიკების წარმოშობას იმაზე უკეთ ხსნის, ვიდრე აქამდე გვეგონა. გუნდი იმასაც დასძენს, რომ თავიანთი სამყარო დიდი მოცულობის მქონე პირველი სიმულაციაა, რომელიც გალაქტიკებში არსებულ ცივ აირებსა და კოსმოსურ მტვერსაც აღწერს. სწორედ ამ უკანასკნელი მასალის შერწყმით წარმოიქმნება ვარსკვლავები. ადრინდელ სიმულაციებში 10 000 ფარენჰაიტზე უფრო ცივი აირები არ გვხვდება ასახული, რადგან ამდენად დაბალი ტემპერატურის მოდელირება გაცილებით რთულია.
საერთაშორისო გუნდმა ახალი COLIBRE-ის მოდელის შექმნას თითქმის 10 წელი მოანდომა, რომელიც დარემის უნივერსიტეტის COSMA8 სუპერკომპიუტერზე გაუშვეს. ყველაზე დიდი სიმულაციის დასრულებას 72 მილიონი CPU საათი დასჭირდა. ამ სიმულაციებით მოპოვებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის რამდენიმე წელი იქნება საჭირო.
მკვლევრების განმარტებით, მოდელი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის აღმოჩენას ვერ ხსნის. ეს აღმოჩენა “პატარა წითელი წერტილების” სახელითაა ცნობილი. უფრო კონკრეტულად, ეს უზარმაზარი მასის მქონე მანათობელი ობიექტებია, რომლებიც მილიარდი წლის ასაკის სამყაროში გვხვდებოდა, დღეს კი აღარ არსებობს. ამ ფენომენის უამრავი შესაძლო ახსნა არსებობს, მაგალითად, უპრეცედენტოდ კომპაქტური გალაქტიკები ან ზემასიური შავი ხვრელები.
საბოლოო ჯამში, სინთეზური სამყარო რეალურს უმეტესად სწორად ასახავს. ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები4097 ნახვა
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის “ილიადის” ფრაგმენტი ედო1696 ნახვა
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ1236 ნახვა
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი514 ნახვა
გამოავლინეს პრეისტორიული გიგანტური რვაფეხა, რომელიც 19 მეტრამდე იზრდებოდა432 ნახვა
გირჩევთ
Sci-Tech
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
გადახედვა

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის “ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური” მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა

უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით
უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის “სახიფათო” მოდელში შეაღწია — რა ვიცით
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
მეცნიერებმა “ყველაზე მომაკვდინებელი” კიბოს ვაქცინა შექმნეს: პირველადი შედეგები იმედისმომცემია
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
აღმოჩნდა, რომ არსებობენ “ქამელეონი” ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს