აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და სხვადასხვა ფორმატებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი და შავი ზღვის კარიბჭე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების განმტკიცებას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე.
აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ შეხვედრას აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვი, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალური მდივანი ანარ ბაბაევი და მოსამართლე რაშიდ რზაევი ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…