ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარჰად აბდულაევს და დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საკანონმდებლო მიმართულებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ფარჰად აბდულაევს შეხვდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ფარჰად აბდულაევს შეხვდარუსთავი 2

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, მარინე გვიანიძე, მინდია დიასამიძე და აზერბაიჯანის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - ფუად აზიზოვი ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მეგობრულ და მრავალმხრივ პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში.

"საკონსტიტუციო სასამართლოები, როგორც უმთავრესი კანონის - კონსტიტუციის დაცვის გარანტორები, თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერი სახელმწიფოს სამართლებრივ ცხოვრებაში. ამასთან, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, საერთო ისტორია აქვს და როგორც მეგობარი ერები, პარალელურად გავდიოდით ყველა მნიშვნელოვან საკონსტიტუციო და ინსტიტუციურ გზას. შესაბამისად, განსაკუთრებულ პატივს ვცემთ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ ქმედებებს, რომლებიც კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საკანონმდებლო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, პროფესიული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები