ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლების ვადით აირჩიეს. საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიევი პრიორიტეტს რუსეთის დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებასა და გატაცებული ბავშვების დაბრუნებას მიანიჭებს.

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს
უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიესინტერპრესნიუსი

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. მადლობას ვუხდი გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის კანდიდატურას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა საბჭოს შეუერთდა და ამავდროულად განაგრძობს თავისი ხალხისა და სუვერენიტეტის დაცვას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები.

“საბჭოს წევრის რანგში, უკრაინა პრიორიტეტს მიანიჭებს ასეთი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობას, მხარს დაუჭერს საერთაშორისო მექანიზმებს მათი დოკუმენტირებისა და გამოძიების მიზნით, დაიცავს სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და გააგრძელებს დეპორტირებული და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა, თავისივე გამოცდილების საფუძველზე, პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, ადამიანის ღირსების დასაცავად, საერთაშორისო ადამიანის უფლებების არქიტექტურის გასაძლიერებლად და მსოფლიოში ადამიანის უფლებების წინაშე არსებული ახალი გამოწვევების მოსაგვარებლად.

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად ორი წლის ვადით, 2027-2029 წლებისთვის, აირჩიეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საბჭოს წევრის რანგში, უკრაინა პრიორიტეტს მიანიჭებს ასეთი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობას, მხარს დაუჭერს საერთაშორისო მექანიზმებს მათი დოკუმენტირებისა და გამოძიების მიზნით, დაიცავს სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და გააგრძელებს დეპორტირებული და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას“
სიბიგა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?