ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ გამოვრიცხავ, ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება - ბესელია მდინარაძეზე

ტვ პირველი

ეკა ბესელიას მტკიცებით, გამორიცხული არ არის, რომ მამუკა მდინარაძეს ადვოკატის დახმარება დასჭირდეს, რადგან გამოძიებები მიმდინარეობს და მის საქმიანობასაც სწავლობენ.

არ გამოვრიცხავ, ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება - ბესელია მდინარაძეზე
არ გამოვრიცხავ, ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება - ბესელია მდინარაძეზეTV პირველი

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მამუკა მდინარაძეს ადვოკატის დახმარება დასჭირდეს.

როგორც მან “ტვ პირველის“ ერთერში სტუმრობისას განაცხადა,

არ გამოვრიცხავ ამ გენერალ მაიორსაც დასჭირდეს ადვოკატის დახმარება. ამტიომ ადვოკატის პროფესიას ყველამ პატივი უნდა სცეს, საჭირო ხალხია, - თქვა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუ უბრალოდ ვარაუდობს, ბესელიამ განაცხადა:

გამოძიებები ვიცი, რომ მიმდინარეობს, მის საქმიანობასაც სწავლობენ, ასე რომ, გამორიცხული არაფერი არ არის, მან ყველაზე უკეთ უწყის, უახლოეს წარსულში მიმოიხედოს, ისტორიები როგორ ვითარდება, არავინ რომ არაფრისგან დაზღვეული არ არის და მითუმეტეს, ვინც იცნობს ბიძინა ივანიშვილს, გამორიცხული რომ არაფერი არ არის. ეს იმისთვის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, ვინც დღეს თანამდებობებზე რჩებიან, არაფერი არ არის მარადიული, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის პროცესის დახურვაზე: სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები