ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - როგორ ხედავს მმართველი გუნდი ბრიუსელთან მოლაპარაკების აღდგენის რესურსს

ქართული ოცნება

ლუქსემბურგის მინისტერიალის შემდეგ მმართველმა გუნდმა ევროკავშირს მოუწოდა, შეწყვიტოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და განაცხადა, რომ დიალოგის აღდგენა მხოლოდ ურთიერთპატივისცემის პირობითაა შესაძლებელი.

კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - როგორ ხედავს მმართველი გუნდი ბრიუსელთან მოლაპარაკების აღდგენის რესურსს
კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - როგორ ხედავს მმართველი გუნდი ბრიუსელთან მოლაპარაკების აღდგენის რესურსსრუსთავი 2

კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - მხოლოდ ასე ხედავს ოფიციალური თბილისი, ბრიუსელთან მოლაპარაკების აღდგენის რესურსს. ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან, მოუწოდეს- შეწყვიტოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელი, არაპროპორციული, არაპროვოცირებული ჩარევა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესების საზიანოდ მოქმედება. საქართველო კი, როგორც პასუხისმგებლობიანი პარტნიორი იყო, არის და დარჩება დიალოგის მაგიდასთან, თუმცა კონკრეტული პირობით - ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს და სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

საქართველოსთან დიალოგის დაპაუზებით, ბრიუსელმა, რომ საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს- წევრი სახელმწიფოები ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. უმაღლესი წარმომადგენლების მკვეთრად განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკურად საკვანძო როლის მქონე საქართველოსთან დიალოგი გადამწყვეტია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რაც თავის მხრივ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისა და სტრატეგიული დაკავშირებადობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის კულუარებში არსებულ განწყობებზე, სოციალურ ქსელში დაწერა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმაც. რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ბრიუსელში, პოლიტიკურ დონეზე არსებობს საქართველოსთან თანამშრომლობის გარკვეული ინტერესი, რომელიც დაკავშირებადობას ეხება.

ამ ფონზე თბილისში მყარდება მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით მუდმივად უსამართლო იყო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საბოლოოდ ევროპელ მაღალჩინოსნებს მოუწევთ იმ შეცდომების აღიარებაც, რომელმაც მათი პოლიტიკა ჩიხში შეიყვანა.

ევროკავშირის მხრიდან დაპაუზებული დიალოგის მიუხედავად, ოპოზიცია პასუხისმგებლობას, მაინც ხელისუფლებას აკისრებს და ტრადიციულად ირჩევს რიტორიკას, რომელიც არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ ცალკეულ პოლიტიკოსებს აქვთ-მმართველი რგოლიდან.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მიდგომა მხოლოდ ევროკავშირს აქვს შესაცვლელი, რომელიც უკვე წლებია საქართველოს შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბრება. საპარლამენტო უმრავლესობა ბრიუსელის ხელმძღვანელობას ურჩევს, რევოლუციური პროცესის წახალისების ნაცვლად, საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და მის როლზე დაფიქრდეს.

საქართველოს შესახებ განცხადებები ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?