ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: საქართველოს მუდმივად აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ იგი არის აბსოლუტურად მზად თანაბარი პირობებით ესაუბროს ბრიუსელს, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ევრობიუროკრატიისგან

ქართული ოცნება

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა ბრიუსელთან თანაბარ პირობებში დიალოგისთვის, თუმცა ევრობიუროკრატიის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების ნაცვლად კვლავ ხალხსა და ხელისუფლებაზე თავდასხმები ხორციელდება. მმართველი გუნდი დიალოგის აღდგენის წინაპირობად სუვერენიტეტის პატივისცემას ასახელებს.

დავით მათიკაშვილი: საქართველოს მუდმივად აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ იგი არის აბსოლუტურად მზად თანაბარი პირობებით ესაუბროს ბრიუსელს, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ევრობიუროკრატიისგან
დავით მათიკაშვილი: საქართველოს მუდმივად აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ იგი არის აბსოლუტურად მზად თანაბარი პირობებით ესაუბროს ბრიუსელს, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ევრობიუროკრატიისგანრუსთავი 2

კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენის ერთადერთი პირობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემაა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ლუქსემბურგში გაკეთებული ბოლო განცხადებები ადასტურებს, რომ რამდენიმე ლიდერის გარდა, ევროკავშირში ყველას ესმის საქართველოს საჭიროება. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ევროპამ შანტაჟის ენა უნდა დაივიწყოს და ქვეყნის სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ როლზე დაფიქრდეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ევრობიუროკრატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ხედავს და მათი მხრიდან, კვლავ თავდასხმები ხორციელდება ხალხზე და მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე:

"საქართველოს მუდმივად აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ იგი არის აბსოლუტურად მზად თანაბარი პირობებით ესაუბროს ბრიუსელს, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ევრობიუროკრატიისგან, კვლავ არის თავდასხმები ჩვენს ხალხზე, ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ნაცვლად კონფრონტაციისა და დაპირისპირებისა, რაც ერთმნიშვნელოვნად კონტრპროდუქტიულია, უმჯობესია დიალოგის მაგიდასთან დასხდნენ მხარეები და ის შეჯერებული დიალოგი, რომელიც ცალმხრივად ბრიუსელმა 2024 წელს შეაჩერა, თვითონვე განაახლოს. საქართველო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიესალმება დიალოგის განახლებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სუვერენიტეტის, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემის პირობებით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს მუდმივად აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ იგი არის აბსოლუტურად მზად თანაბარი პირობებით ესაუბროს ბრიუსელს, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ევრობიუროკრატიისგან, კვლავ არის თავდასხმები ჩვენს ხალხზე, ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ნაცვლად კონფრონტაციისა და დაპირისპირებისა, რაც ერთმნიშვნელოვნად კონტრპროდუქტიულია, უმჯობესია დიალოგის მაგიდასთან დასხდნენ მხარეები და ის შეჯერებული დიალოგი, რომელიც ცალმხრივად ბრიუსელმა 2024 წელს შეაჩერა, თვითონვე განაახლოს. საქართველო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიესალმება დიალოგის განახლებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სუვერენიტეტის, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემის პირობებით,“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?