ზვიად შალამბერიძე: ბოლო პერიოდში, გარკვეულ კონტურებსაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს უჩნდება ბერკეტი, უფრო დათბობისკენ წაიყვანოს დიალოგი
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრებთან დიალოგის დათბობის ბერკეტი უჩნდება. მმართველი გუნდი ბრიუსელს მოუწოდებს, დაივიწყოს შანტაჟის ენა, პატივი სცეს ქვეყნის სუვერენიტეტს და შეწყვიტოს შიდა საქმეებში ჩარევა.

კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენის ერთადერთი პირობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემაა.
ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ბოლო განცხადებები ადასტურებს, რომ რამდენიმე ლიდერის გარდა, ევროკავშირში ყველას ესმის საქართველოს საჭიროება.
"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ევროპამ შანტაჟის ენა უნდა დაივიწყოს და ქვეყნის სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ როლზე დაფიქრდეს.
"ბოლო პერიოდში, სხვადასხვა გარკვეულ კონტურებსაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნებთან, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, რეალურად საქართველოს უჩნდება ბერკეტი, რომ რაღაც სხვა მიმართულებით, უფრო დათბობისკენ წაიყვანოს დიალოგი. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც აქვს გამოხმაურება და სწორედ ეს გამოხმაურებაა ის ვიზიტები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში. ვფიქრობ, საბოლოოდ შედეგამდე მივალთ, რომ დიალოგი გაიმართება ჩვენს და ევროკავშირს შორის ისეთი, როგორიც უნდა იყოს პრაგმატული და არა ისეთი, როგორსაც დღევანდელ დღეს ცალმხრივად მხოლოდ პოლიტიკურს უწოდებენ," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე.
ციტატები სტატიიდან
„ბოლო პერიოდში, სხვადასხვა გარკვეულ კონტურებსაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნებთან, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, რეალურად საქართველოს უჩნდება ბერკეტი, რომ რაღაც სხვა მიმართულებით, უფრო დათბობისკენ წაიყვანოს დიალოგი. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც აქვს გამოხმაურება და სწორედ ეს გამოხმაურებაა ის ვიზიტები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში. ვფიქრობ, საბოლოოდ შედეგამდე მივალთ, რომ დიალოგი გაიმართება ჩვენს და ევროკავშირს შორის ისეთი, როგორიც უნდა იყოს პრაგმატული და არა ისეთი, როგორსაც დღევანდელ დღეს ცალმხრივად მხოლოდ პოლიტიკურს უწოდებენ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.