პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში პროცესები ჩაინიშნა
ირაკლი კუპრაძისა და ბერდია სიჭინავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე პროცესები ფორსირებულად 21, 22 და 23 ოქტომბერს ჩანიშნა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მოსამართლე მანანა კობახიძემ დატოვა.

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე პროცესები ჩაინიშნა. იგივე ინფორმაცია მოგვიანებით „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამაც გაავრცელა.
„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად: 21 ოქტომბერი; 22 ოქტომბერი; 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ქვია!“- წერს კუპრაძე.
სიჭინავა წერს, რომ მათ სარჩელი არ ჩაჰბარებიათ, შესაბამისად, არც პოზიცია აქვთ გაგზავნილი წერილობით:
„საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო…
მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო.
ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობის ან/და ფედერალისტებსაც ხომ ვერ დამაკავშირებო, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხომ არ გგონივართ-მეთქი?
წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ “ნაცმოძრაობის” საკონტაქტოთქო. მგონი უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე“, – წერს სიჭინავა.
დღეს, 13 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მოსამართლე მანანა კობახიძემ. სასამართლო ამბობს, რომ ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა. კობახიძეს ვადა 4 თვეში, 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
12 ოქტომბერს, ერთი დღით ადრე, მოსამართლე კობახიძემ პარტიების აკრძალვის საქმიდან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა მას უარი უთხრეს.
საკონსტიტუციო სარჩელში „ოცნება“ ამტკიცებს, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად: 21 ოქტომბერი; 22 ოქტომბერი; 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ქვია!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.