ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი - მურთაზ ზოდელავამ დაადასტურა, რომ არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას - რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო, დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას

მურთაზ ზოდელავასთან საპროცესო შეთანხმება „საყოველთაო შეთავაზების“ ფარგლებში გაფორმდა, აცხადებს მისი ადვოკატი მაია მუმლაძე. მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულს არავინ მიუტოვებია, გადაწყვეტილებაზე კი განმარტებას საპატიმროს დატოვების შემდეგ თავად გააკეთებს.

ადვოკატი - მურთაზ ზოდელავამ დაადასტურა, რომ არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას - რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო, დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას
ადვოკატი - მურთაზ ზოდელავამ დაადასტურა, რომ არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას - რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო, დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებასინტერპრესნიუსი

მურთაზ ზოდელავამ პირველ პროცესზე დაადასტურა ის, რომ ის ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას და არ ვთვლი, რომ ეს ასეა დღეს. მან თავისი პოზიციაც, გადაწყვეტილებაც, ვაჟკაცობაც ნამდვილად დაადასტურა ამ პროცესების განმავლობაში, - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, მაია მუმლაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საპროცესო შეთანხმება საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში გაკეთდა.

„მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, როგორც ოჯახის წევრმა, რომ ძალიან მიხარია მისი გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ ყველა პატიმარმა უნდა დატოვოს ციხე რაც შეიძლება მალე და თუ ეს დღევანდელი დღე ვინმესთვის გახდება გზა და შესაძლებლობა, ვიქნები მხოლოდ ბედნიერი. ვთვლი, რომ მართალი ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლებაზე, რაც შეიძლება მალე.

მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო დაწესებულება. მურთაზის გადაწყვეტილებებსა და პოზიციებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად გააკეთებს განმარტებას, როდესაც დატოვებს საპატიმროს.

ეს საპროცესო გაფორმდა საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, მათ შორის, ტელევიზიით. მოვისმინეთ საყოველთაო შეთავაზება საპროცესოს მზაობასთან დაკავშირებით და ამის ფარგლებში გაფორმდა მხოლოდ და მხოლოდ. ვთვლი, რომ ეს შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს ახლა და თუ ვინმეს ექნება სურვილი და გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას, ალბათ დატოვებენ საპატიმროს.

მურთაზმა პირველ პროცესზე დაადასტურა ის, რომ ის ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას და არ ვთვლი, რომ ეს ასეა დღეს. მან თავისი პოზიციაც, გადაწყვეტილებაც, ვაჟკაცობაც ნამდვილად დაადასტურა ამ პროცესების განმავლობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, როგორც ოჯახის წევრმა, რომ ძალიან მიხარია მისი გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ ყველა პატიმარმა უნდა დატოვოს ციხე რაც შეიძლება მალე და თუ ეს დღევანდელი დღე ვინმესთვის გახდება გზა და შესაძლებლობა, ვიქნები მხოლოდ ბედნიერი. ვთვლი, რომ მართალი ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლებაზე, რაც შეიძლება მალე. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ პატიმრებმა საპატიმრო დაწესებულება. მურთაზის გადაწყვეტილებებსა და პოზიციებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად გააკეთებს განმარტებას, როდესაც დატოვებს საპატიმროს. ეს საპროცესო გაფორმდა საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, მათ შორის, ტელევიზიით. მოვისმინეთ საყოველთაო შეთავაზება საპროცესოს მზაობასთან დაკავშირებით და ამის ფარგლებში გაფორმდა მხოლოდ და მხოლოდ. ვთვლი, რომ ეს შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს ახლა და თუ ვინმეს ექნება სურვილი და გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას, ალბათ დატოვებენ საპატიმროს. მურთაზმა პირველ პროცესზე დაადასტურა ის, რომ ის ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს მიტოვებას და არ ვთვლი, რომ ეს ასეა დღეს. მან თავისი პოზიციაც, გადაწყვეტილებაც, ვაჟკაცობაც ნამდვილად დაადასტურა ამ პროცესების განმავლობაში“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?