პოლიტიკური კურსის შეცვლის შემდეგ ევროკავშირი უნგრეთს 4,2 მილიარდ ევროს ურიცხავს
ევროკავშირის ქვეყნებმა უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს გადარიცხვას დაუჭირეს მხარი. ბრიუსელის მიერ მანამდე შეჩერებული თანხის განბლოკვა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიერ პოლიტიკური კურსის შეცვლას მოჰყვა.

ევროკავშირის ქვეყნებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს კომისიის შესაბამის წინადადებას.
დაფინანსების ეს საშუალებები ბრიუსელს შეჩერებული ჰქონდა ყოფილ პრემიერმინისტრ ორბანის მთავრობის დროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების დარღვევის გამო.
ახალი მთავრობის მეთაურმა პეტერ მადიარმა მაისში უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ პოლიტიკური კურსის ცვლილება დაიწყო.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ იწყება ახალი თავი უნგრეთისთვის და ევროპისთვის. ახლა უკვე გათავისუფლებული თანხა უნგრეთმა სტრუქტურული ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა მიიღოს. კომისიამ მაისში მიანიშნა, რომ მზად იყო განებლოკა გაყინული სახსრები, საერთო ჯამში სულ მცირე 16,4 მილიარდი ევროს ოდენობით, თუ რეფორმები
წარმატებით განხორციელდებოდა.
აპრილში პეტერ მადიარმა და მისმა პარტია „ტისამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში და ხმების ორი მესამედი მოიპოვეს. ამის შემდეგ მადიარმა უნგრეთის პოლიტიკის სისტემურ ცვლილებებზე დაიწყო ლაპარაკი და სხვათა შორის განბლოკა უკრაინისთვის განკუთვნილი კრედიტი, ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.