პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადა 2029 წლის ნაცვლად 2033 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდება.

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება დაუსრულებელი მშენებლობებისათვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგადასახადო შეღავათი, 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება.

ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა და მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია „საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.

ირაკლი ხელაძის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, უკვე წლებია მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, ტარდება შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც 12 ათასზე მეტმა ოჯახმა დახმარება უკვე მიიღო.

მისივე თქმით, სამშენებლო პროექტების უწყვეტად განხორციელებისა და კომპანიებისთვის საბანკო სექტორიდან საჭირო დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გონივრული პერიოდით გახანგრძლივება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიხელისუფლება დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 4 წლით ავადებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები