პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დღგ-ის საგადასახადო შეღავათი 2029 წლის ნაცვლად 2033 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს
ინტერპრესნიუსი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს.

საგადასახადო შეღავათი 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება და დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია „საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.

„თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს დაუსრულებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული პირების დაკმაყოფილების პროგრამას. 12 ათასამდე ასეთი ოჯახი სხვადასხვა ფორმით უკვე დაკმაყოფილებულია. დაუსრულებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 14 ათასზე მეტი ოჯახი იყო. იმისათვის, რათა სამშენებლო კომპანიებმა საბანკო სექტორიდან აუცილებელი დაფინანსების მოძიება და პროექტის უწყვეტად განხორციელება შეძლონ, საჭიროა საგადასახადო შეღავათის გონივრული ვადით გახანგრძლივება“, - განაცხადა მომხსენებელმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიხელისუფლება დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათებს კიდევ ერთხელ, ამჯერად 4 წლით ავადებს
  2. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები