პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი. კანონპროექტით სახელმწიფო საწარმოები სახაზინო მომსახურებაზე გადავლენ, ხოლო მუნიციპალიტეტებს შორის დღგ-ის განაწილების სისტემა დარეგულირდება.

პარლამენტმა „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ცვლილება სამთავრობო სექტორისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლისა და მუნიციპალიტეტებში ფინანსური დანაკლისების სრული პრევენციის საკითხებს ეხება.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე სახელმწიფო საწარმოები სრულად გადავლენ ხაზინის მომსახურებაზე.

ამასთანავე, ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/პრივატიზაციის ან/და სტატუსის შეცვლა/დაზუსტების პროცესში მყოფი ან/და არააქტიური/არაფუნქციონირებადი სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადაყვანა არ განხორციელდება.

პროექტის თანახმად, კანონმდებლობით დარეგულირდება სამთავრობო სექტორისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების საბანკო დაწესებულებებში სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშების გახსნის საკითხი.

მეორე საკითხი, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მუნიციპალიტეტებს შორის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მოცულობის უფრო თანაბარი გადანაწილებაა.

პროექტის თანახმად, 2027 წელს მუნიციპალიტეტებისათვის მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა, 2026 წელთან შედარებით, არანაკლებ 8,4%-ით გაიზრდება, ხოლო მაქსიმალური ზრდის ზედა ზღვარი არაუმეტეს 25%-ით განისაზღვრება. ხოლო გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები