ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ყანდაშვილმა №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ რამაზ ფირცხალავას შეხვდა, სადაც ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობისა და ბრალდებულების დროულად გამოყვანის პრობლემური საკითხები განიხილეს.

ირაკლი ყანდაშვილმა №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
ირაკლი ყანდაშვილმა №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართაინტერპრესნიუსი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე მისულ ადვოკატებს შეხვდა და მათი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ყანდაშვილმა დაწესებულების დირექტორ რამაზ ფირცხალავასა და ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად დეტალურად განიხილა მიმდინარე პრობლემური საკითხები, მათ შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს ადვოკატთან შესახვედრად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროულად გამოყვანასთან დაკავშირებული საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჭოჭუა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უკვე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც აღნიშნული საკითხის პრაქტიკაში სათანადო რეგულირებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს ადვოკატთან შესახვედრად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროულად გამოყვანასთან დაკავშირებული საკითხი. პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჭოჭუა. შეგახსენებთ, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უკვე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც აღნიშნული საკითხის პრაქტიკაში სათანადო რეგულირებას შეუწყობს ხელს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?