ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შეხვდა, სადაც ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა განიხილეს. სალიას თქმით, ეს გარანტიები არ უნდა იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში კანონის შესაძლო დარღვევის მიზნით.

ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდაინტერპრესნიუსი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი პრინციპების დაცვის მნიშვნელობა.

„ირაკლი ყანდაშვილმა მინისტრს ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრინციპი დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა და ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით მოპოვებული ან შექმნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და წერილობითი მასალების დაცვას გულისხმობს. ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები პრაქტიკაშიც სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. პაატა სალიას განცხადებით ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში კანონის შესაძლო დარღვევის მიზნით და მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული საკითხის სათანადო რეგულირებას პრაქტიკაში, რათა სრულად იყოს დაცული ადვოკატის პროფესიული საქმიანობა და არ შეიქმნას საფრთხე ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირაკლი ყანდაშვილმა მინისტრს ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრინციპი დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა და ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით მოპოვებული ან შექმნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და წერილობითი მასალების დაცვას გულისხმობს. ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები პრაქტიკაშიც სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. პაატა სალიას განცხადებით ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში კანონის შესაძლო დარღვევის მიზნით და მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული საკითხის სათანადო რეგულირებას პრაქტიკაში, რათა სრულად იყოს დაცული ადვოკატის პროფესიული საქმიანობა და არ შეიქმნას საფრთხე ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?