პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ პროგრამებზე განსაზღვრულ 22 317 ადგილზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა. უწყების მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება Front-end დეველოპმენტია, რომელზეც 2 135 განაცხადი შევიდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა
იმედინიუსი

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 26 109 აპლიკანტმა გაიარა. მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იყო გამოცხადებული, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აპლიკანტთა განაცხადების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა Front-end დეველოპმენტია, რომელზეც 2 135 აპლიკანტი დარეგისტრირდა.

„მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა ასევე ბუღალტრული აღრიცხვა და ციფრული მარკეტინგი, რომლებზეც განაცხადების რაოდენობა ჯამში 3 700-ს აჭარბებს. ასევე მაღალი მოთხოვნაა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე, საექთნო განათლებაზე, საფინანსო სერვისებზე, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და კულინარიაზე.

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილი იყო განსაზღვრული. შეთავაზებულ პროგრამებს შორის 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლებშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლის შედეგებია გათვალისწინებული.

აპლიკანტებს, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, 8 ნოემბრის ჩათვლით შეარჩევენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები