ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა vet.ge პორტალზე შეუძლიათ.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდებაიმედინიუსი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge – შეუძლიათ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილია განსაზღვრული, რაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და შესაბამისი პროგრამა.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომია 590 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებსაც მოიცავს.

რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 26 109 აპლიკანტი დარეგისტრირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები