პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა, სადაც მოსწავლეებმა ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და ქვესადგური „ნავთლუღი 220“ დაათვალიერეს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა
იმედინიუსი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა, - ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე.

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს გაეცნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

შემეცნებითი ტურის პრაქტიკული ნაწილი სსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ასევე დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს, რაც ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პრემიერი: ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როცა საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა, ეს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგიაწაიკითხე

უახლესი ამბები