პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე:საჯარო სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლება მომავალშიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფონზე საჯარო სექტორს კადრებისთვის კერძო სექტორთან კონკურენცია სულ უფრო ურთულდება, თუმცა საჯარო სამსახურის გაძლიერება მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება.

ირაკლი კობახიძე:საჯარო სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლება მომავალშიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება
იმედინიუსი

ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაძლიერებაა. ამ მიმართულებით მდგომარეობა წლიდან წლამდე უმჯობესდება, თუმცა კვლავაც აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ საქართველოში საჯარო სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას, საჯარო მოხელეთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი შესაძლებლობების მუდმივ გაძლიერებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლება მომავალშიც საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება.

“ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები გვაქვს შემუშავებული, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კერძო სექტორთან კონკურენციაცაა. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რის გამოც საჯარო სექტორისთვის კერძო სექტორთან კონკურენცია სულ უფრო რთული ხდება. კვალიფიციური და მაღალპროფესიული კადრებისთვის კერძო სექტორი განსაკუთრებით მიმზიდველია, რაც საჯარო სამსახურისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის. სწორედ ამ პრობლემის დაძლევაზე ვმუშაობთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საჯარო სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლება მომავალშიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება. ეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,”- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლება მომავალშიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა, ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები