ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

ქართული ოცნება

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, დეპუტატმა თეა წულუკიანმა მას სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო, რის გამოც იგი საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავს. დავა ტელეწამყვანის Facebook-პოსტს ეხებოდა წულუკიანის მამის შესახებ.

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგონეტგაზეთი

ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, თეა წულუკიანმა დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. ჟორჟოლიანის განცხადებით, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავს.

„განჩინება ჩამბარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში. სხვათა შორის, რვა მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე და ყველა ინსტანციამ – ჰოი საოცრება, ეს რა სასწაული მოხდა – თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სარჩელი ეხებოდა ტელეწამყვანის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის ახსენებს თეა წულუკიანის მამის, ავთანდილ წულუკიანის „მსხვერპლებს“.

„სასამართლო გვეუბნება, რომ ჩემი სტატუსი იყო ცილისწამება, რომელიც გაწვდიდათ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანის მამამ 20 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. ეს იმ პირობებშიც კი, რომ საარქივო მასალაზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი ავთანდილ წულუკიანის, როგორც მოსამართლის საქმიანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არქივზე წვდომა, ვინ მიგვაკარა ამ არქივს, მოკლედ და ასე უაპელაციოდ თქვეს, რომ ეს ცილისწამება იყო“, – ამბობს ჟორჟოლიანი.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განჩინება ჩამბარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში. სხვათა შორის, რვა მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე და ყველა ინსტანციამ – ჰოი საოცრება, ეს რა სასწაული მოხდა – თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა“
ნანუკა ჟორჟოლიანი
„სასამართლო გვეუბნება, რომ ჩემი სტატუსი იყო ცილისწამება, რომელიც გაწვდიდათ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანის მამამ 20 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. ეს იმ პირობებშიც კი, რომ საარქივო მასალაზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი ავთანდილ წულუკიანის, როგორც მოსამართლის საქმიანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არქივზე წვდომა, ვინ მიგვაკარა ამ არქივს, მოკლედ და ასე უაპელაციოდ თქვეს, რომ ეს ცილისწამება იყო“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?