ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მე არ ვისურვებდი სტრასბურგში თეა წულუკიანთან პაექრობას - თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანზე

საქართველოს პარლამენტი

თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე დავა ყველა ინსტანციაში მოიგეს. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ჟორჟოლიანის ინფორმაცია სიცრუეზე იყო აგებული და მას სტრასბურგის სასამართლოში პერსპექტივა არ ექნება.

მე არ ვისურვებდი სტრასბურგში თეა წულუკიანთან პაექრობას - თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანზე
მე არ ვისურვებდი სტრასბურგში თეა წულუკიანთან პაექრობას - თენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანზერუსთავი 2

თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში მოუგო. ამის შესახებ ჟორჟოლიანი ინფორმაციას და ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დავა ეხებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20-პირიან სიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ადამიანები თეა წულუკიანის მამის, ბრძანებით დახვრიტეს.

თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივლა. მოსარჩელე მხარის მოთხოვნები სამივე ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეზე იყო აგებული.

"სასამართლოზე თეა წულუკიანის წარმომადგენელმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა მცდარ ინფორმაციას.

თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ევროპულ სასამართლოში. მე არ ვისურვებდი სტრასბურგში მასთან პაექრობას. ნანუკა ჟორჟოლიანს, ან მათ წარმომადგენლებს, თუ მიაჩნია, რომ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია [ცდებიან]. ეჭვი მეპარება, რომ რამე პერსპექტივა ჰქონდეთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასამართლოზე თეა წულუკიანის წარმომადგენელმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა მცდარ ინფორმაციას. თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ევროპულ სასამართლოში. მე არ ვისურვებდი სტრასბურგში მასთან პაექრობას. ნანუკა ჟორჟოლიანს, ან მათ წარმომადგენლებს, თუ მიაჩნია, რომ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია [ცდებიან]. ეჭვი მეპარება, რომ რამე პერსპექტივა ჰქონდეთ“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?