ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ამ დონემდე უნდა გეწამებინათ ჩემი შვილი? რა გეზეიმებათ, რა დღეს აღნიშნავთ? თქვენ მათხოვრებო, თქვენ!”– ავთო დავითაძე თეა წულუკიანს მიმართავს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და პატიმარ გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს და მას შვილის საქმის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

“ამ დონემდე უნდა გეწამებინათ ჩემი შვილი? რა გეზეიმებათ, რა დღეს აღნიშნავთ? თქვენ მათხოვრებო, თქვენ!”– ავთო დავითაძე თეა წულუკიანს მიმართავს
“ამ დონემდე უნდა გეწამებინათ ჩემი შვილი? რა გეზეიმებათ, რა დღეს აღნიშნავთ? თქვენ მათხოვრებო, თქვენ!”– ავთო დავითაძე თეა წულუკიანს მიმართავსალია

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, პატიმარ გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს:

ჩემმა მეუღლემ პირადად მიმართა უფლებების დამცველს, ცნობილ იურისტს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც წინა რეჟიმის დროს ხმამაღლა ებრძოდა უსამართლობას და პატიმრების ღირსების შელახვის ფაქტებს.

სთხოვა შეხვედრა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, როგორც დეპუტატს, როგორც თანამებრძოლს ძველს, და იცის მან, კარგად იცნობს ის ჩემს ოჯახს. აქედან კიდევ ერთხელ შევახსენებ ქალბატონ თეა წულუკიანს – ავთო დავითაძის ოჯახი შენთვის კარგად არის ნაცნობი, იმიტომ რომ შენ, როცა სჭირდებოდა საქმეს, ჩემს უფლებებსაც იცავდი სხვადასხვა პერიოდში, როცა იყო უკანონო საქციელი წინა რეჟიმის პერიოდში.

დღეს რა მოგივიდა? შენ არ იყავი ვალდებული, როგორც ქვეყნის დეპუტატი, ქალი და დედა, გამწარებულ დედას შეხვედროდი? ამ ამბებს ხომ მოისმენდი ყველაფერს და ხომ გეტყოდა დედა? მაინცდამაინც უნდა მიგეყვანეთ ამ დონემდე? ამ დონემდე უნდა გეწამებინათ ჩემი შვილი, რომ მე გამოსულიყავი და საქვეყნოდ მელაპარაკა თქვენს „დამსახურებაზე“, რაც ამ 14 წელიწადში მოიმკეთ?

არა გცხვენიათ, რა გეზეიმებათ, რა დღეს აღნიშნავთ? თქვენ მათხოვრებო თქვენ!

გამოდით ეხლა და დამიწერეთ რომელიმე პოსტი სოციალურ ქსელში. გაამართლეთ თქვენი ჯალათები, თქვენ მათხოვრებო!

დადექით ჩემს ადგილზე, დადექით გიორგის დედის ადგილზე სულ ყველამ, თქვენ არაადამიანებო!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.