ესენი არიან ანგაჟირებული, არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც პირად ვნებებზე აგებენ ყველაფერს - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებაა რიყეზე ჩატარებული აქციისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლო დისტანცირების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანს გიული ალასანია დაუპირისპირდა. აღნიშნულ მოვლენებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი და ოპოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი რიყეზე ჩატარებული აქცია და ამ აქციისგან ნანუკა ჟორჟოლიანის დისტანცირებაა.
მიუხედავად იმისა, რომ, ჟორჟოლიანის მტკიცებით, ის იმყოფებოდა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სააკაშვილის ფავორიტი არ ფიქსირდება არც კადრებში და სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია არცერთი ფოტო.
არსებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანს გიული ალასანია დაუპირისპირდა და მიხეილ სააკაშვილის დანაბარებიც გადასცა, რომ ექსპრეზიდენტი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია. "კურიერის" სატელეფონო ზარებს გიული ალასანია არ პასუხობს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ენმ პოლიტიკაში ამინდსაც ვერ ქმნის.
"ეს არ არის ნორმალური ადამიანების ურთიერთობა. ესენი არიან ანგაჟირებული, არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც პირად ვნებებზე აგებენ ყველაფერს, პირად განცდებზე, პირად დამოკიდებულებებზე. არაფერს არ წარმოადგენენ ისინი პოლიტიკაში, არც ამინდს ქმნიან, ვერც მომავალში შექმნიან. პოლიტიკაში ისინი აქამდეც ნული იყვნენ, ახლაც ნულები არიან და ამის შემდეგაც ნულები იქნებიან," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„ეს არ არის ნორმალური ადამიანების ურთიერთობა. ესენი არიან ანგაჟირებული, არაპროფესიონალი ადამიანები, რომლებიც პირად ვნებებზე აგებენ ყველაფერს, პირად განცდებზე, პირად დამოკიდებულებებზე. არაფერს არ წარმოადგენენ ისინი პოლიტიკაში, არც ამინდს ქმნიან, ვერც მომავალში შექმნიან. პოლიტიკაში ისინი აქამდეც ნული იყვნენ, ახლაც ნულები არიან და ამის შემდეგაც ნულები იქნებიან,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.