ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: “იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ – მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა”

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ნანა ჟორჟოლიანის სიტყვები, რომ ოპოზიციონერებმა ბრალი მხოლოდ ციხის დასატოვებლად აღიარეს, იურიდიულად ნიშნავს მოწოდებას მოსამართლეებისა და პროკურორებისადმი, რომ არ ენდონ მათ გულწრფელობას და საპროცესო შეთანხმებამდე დაფიქრდნენ.

შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: “იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ – მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა”
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: “იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ – მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა”POSTV

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალი მხოლოდ ციხის დატოვებისთვის არის და რეალურად, ეს პირები თავს დამნაშავედ არ თვლიან.

შარმანაშვილის თქმით, ეს განცხადება თანამებრძოლების “კეთილდღეობაზე” ფიქრის მორიგი ნიმუშია, ვინაიდან, ჟორჟოლიანის განცხადება იურიდიულ ენაზე ნიშნავს, რომ პროკურორები და მოსამართლეები, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე უნდა დაფიქრდნენ, რადგან პატიმრები თვალთმაქცობენ და რეალურად, ბრალს არ აღიარებენ.

“ის მარტო არ არის ამ ნარატივში. იურიდიულ ენაზე ეს რას ნიშნავს იცით ? ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ, თვალთმაქცობენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ.

მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა. არ დაიწყონ ახლა თავგანწირვაზე და პრინციპულობაზე საუბარი, უადგილო იქნება,” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?