ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული ნავთობტანკერი DF Peak დააკავეს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ხომალდი, სავარაუდოდ, ყალბ დროშას იყენებდა და საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა.

საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავაფორმულა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი DF Peak-ი დააკავეს.

მაკრონის თქმით, გემი DF Peak კუნძულ რეიუნიონიდან 450 საზღვაო მილის მოშორებით დააკავეს.

მაკრონის განცხადებით, სავარაუდოდ, ხომალდი ყალბ დროშას იყენებდა და საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა.

"საფრანგეთი მტკიცედაა განწყობილი, ებრძოლოს "ჩრდილოვან ფლოტს" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში", - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

War & Sanctions-ის მონაცემებით, ტანკერი DF Peak რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგენლობაში შედის. გემი სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, დიდბრიტანეთის, უკრაინისა და იაპონიის მიერ.

გამოცემა The Maritime Executive-ის ცნობით, ტანკერი 2006 წელს აშენდა და თავდაპირველად რუსულ კომპანია სოვკომფლოტს ეკუთვნოდა. 2024 წელს გემს სახელი შეუცვალეს და კალინინგრადი დაარქვეს, 2025 წელს კი მისი ამჟამინდელი სახელწოდება – DF Peak მიიღო. ამჟამად გემს ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია მართავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საფრანგეთი მტკიცედაა განწყობილი, ებრძოლოს "ჩრდილოვან ფლოტს" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?