პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიის დამტკიცებას აპირებენ, რომელიც მოიცავს „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდამჭერ ბანკებს, ნავთობის მყიდველებსა და კომპანიებს

კაია კალასის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას გეგმავს, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდამჭერ ბანკებს, ნავთობის მყიდველებსა და კომპანიებს შეეხება.

კაია კალასი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიის დამტკიცებას აპირებენ, რომელიც მოიცავს „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდამჭერ ბანკებს, ნავთობის მყიდველებსა და კომპანიებს
ინტერპრესნიუსი

ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციის, EUNAVFOR MED IRINI -ის ძალები 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდოდ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერის ბორტზე ავიდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 110-ე მუხლის საფუძველზე ჩატარებული შემოწმებით დადასტურდა, რომ გემი MV MIDAG ყალბი დროშის ქვეშ დაცურავდა.

“ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის აღკვეთას როგორც საზღვაო გზით, ისე დიპლომატიური საშუალებებით”, - აცხადებს კალასი.

მისი თქმით, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიის დამტკიცებას აპირებენ, რომელიც მოიცავს „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდამჭერ ბანკებს, ნავთობის მყიდველებსა და კომპანიებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი: 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასანქციო სიის დამტკიცებას აპირებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები