ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინამ დაადასტურა სოჭის სანაპიროსთან ტანკერზე დარტყმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა სოჭის სანაპიროსთან სანქცირებული ტანკერ AFRAMAX RIO-სთვის დარტყმა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა უეკიპაჟო კატერებით განხორციელდა, ეკიპაჟი გადარჩენილია და ხანძარი ლიკვიდირებულია.

უკრაინამ დაადასტურა სოჭის სანაპიროსთან ტანკერზე დარტყმა
უკრაინამ დაადასტურა სოჭის სანაპიროსთან ტანკერზე დარტყმარადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 ოქტომბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინელმა მეომრებმა დღე-ღამის განმავლობაში დაარტყეს ოთხ სამიზნეს, რომლებიც „რუსეთს ეხმარებიან მისი სასტიკი ომის დაფინანსებასა და წარმოებაში“. ზელენსკის თანახმად, დაარტყეს ორნ ნავთობობიექტს და პოლიგონს პერმის, სამარის და ასტრახანის რეგიონებში და „არის პასუხიც შავ ზღვაში“

უკრაინის პრეზიდენტს კონკრეტულად არცერთი ობიექტი არ უხსენებია, თუმცა ზელენსკის ამ ტექსტს თან ახლავს შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ცეცხლმოკიდებული ტანკერის ვიდეოკადრები.

6 ოქტომბერს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში, ქალაქ სოჭის სანაპიროსთან იწვის ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი AFRAMAX RIO.

ტანკერი უკრაინის მიერაა სანქცირებული როგორც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემი, რომელსაც საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით გადააქვს რუსული ნავთობი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნავთობით დატვირთულ ტანკერზე შეტევა იყო უეკიპაჟო კატერებით, ეკიპაჟის 23 წევრი, ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ხანძრის რაიონში კი „ნავთობის ღია წვა მიმდინარეობს”

7 ოქტომბერს დღისით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია” და ტრანსპორტის, თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების გაერთიაებული ძალები იწყებენ „შედეგების ლიკვიდაციას”. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოჭის პლაჟები დაკეტა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ ნავთობს აკვატორია არ დაუბინძურებია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთს ეხმარებიან მისი სასტიკი ომის დაფინანსებასა და წარმოებაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„არის პასუხიც შავ ზღვაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.