საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავა
საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში, ყალბი დროშით ცურვისა და საწვავის უკანონო გადაზიდვის ბრალდებით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი DF Peak დააკავეს, რის შესახებაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ყალბი დროში ქვეშ ცურვისა და საწვავის უკანონო გადაზიდვის ბრალდებით სანავთობო ტანკერი DF Peak დააკავეს. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„საფრანგეთი მზადაა მთელ მსოფლიოში „ჩრდილოვან ფლოტს“ ებრძოლოს... აღნიშნული ოპერაცია, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართლის დაცვით ჩატარდა, მიუთითებს ჩვენს მზადყოფნაზე მივაღწიოთ კანონის დაცვასა და ვებრძოლოთ ყველა სახის უკანონო ტრაფიკს, სადაც ის არ უნდა ხდებოდეს“, - დაწერა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა პოსტს დაურთო ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეშვება დესანტი ვერტმფრენიდან გემზე. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის დაკავებული გემი.
გემის დაკავება კუნძულ რეიუნიონიდან 450 საზღვაო მილში, ანუ დაახლოებით 833 კილომეტრში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ კუნძული რეიუნიონი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარეობს და საფრანგეთს ეკუთვნის.
ციტატები სტატიიდან
„საფრანგეთი მზადაა მთელ მსოფლიოში „ჩრდილოვან ფლოტს“ ებრძოლოს... აღნიშნული ოპერაცია, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართლის დაცვით ჩატარდა, მიუთითებს ჩვენს მზადყოფნაზე მივაღწიოთ კანონის დაცვასა და ვებრძოლოთ ყველა სახის უკანონო ტრაფიკს, სადაც ის არ უნდა ხდებოდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.