პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: მზად ვართ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, ბრიუსელის მმართველი ელიტა „გაბუტვის რეჟიმშია“, რადგან საქართველო პროქსი ქვეყნად ვერ გამოიყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის უსამართლობა დაივიწყოს და ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

ლევან მაჭავარიანი: მზად ვართ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი
იმედინიუსი

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დეპუტატი გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.

„დღეს ყველა ვხედავთ, რომ გაასმაგებულია შუა კორიდორის მნიშვნელობა, სადაც საკვანძო ადგილს ვიკავებთ. დრო ვერ იცდის და ცალკეული ქვეყნები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები ღიად საუბრობენ, რომ საჭიროა საქართველოსთან დასხდნენ და განაახლონ რეალური მეგობრობა. ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო. კაია კალასი, რომელიც წარმოადგენს საგარეო ურთიერთობების მიმართულებას, პირდაპირ ღიად აცხადებს, რომ მიუხედავად ამ უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, ამდენი დაფინანსებული რევოლუციური მცდელობისა, ვერ ცვლიან „ქართულ ოცნებას“.

ვერც რევოლუციის გზით შეგვცვალეს და ვერც არჩევნების, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი, პირველ რიგში არის ქართველი ხალხი. როგორც ბევრჯერ განვაცხადეთ, მზად ვართ, რომ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან მაჭავარიანი - ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომას
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირის ქვეყნები აანალიზებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე - ლევან მაჭავარიანი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ყველა ვხედავთ, რომ გაასმაგებულია შუა კორიდორის მნიშვნელობა, სადაც საკვანძო ადგილს ვიკავებთ. დრო ვერ იცდის და ცალკეული ქვეყნები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები ღიად საუბრობენ, რომ საჭიროა საქართველოსთან დასხდნენ და განაახლონ რეალური მეგობრობა. ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო. კაია კალასი, რომელიც წარმოადგენს საგარეო ურთიერთობების მიმართულებას, პირდაპირ ღიად აცხადებს, რომ მიუხედავად ამ უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, ამდენი დაფინანსებული რევოლუციური მცდელობისა, ვერ ცვლიან „ქართულ ოცნებას“. ვერც რევოლუციის გზით შეგვცვალეს და ვერც არჩევნების, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი, პირველ რიგში არის ქართველი ხალხი. როგორც ბევრჯერ განვაცხადეთ, მზად ვართ, რომ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები