ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას - ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს უტიფარს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კრიტიკოსები ჯანსაღ დისკუსიაში ვერ შემოდიან და ევროკავშირის ღირებულებებსა და რეპუტაციას ჩრდილს აყენებენ.

ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას - ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე
ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას - ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზერუსთავი 2

უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი გუშინ ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს.

ირაკლი კირცხალიამ ყურადღება დისკუსიის აუცილებლობაზეც გაამახვილა.

"როდესაც ვხედავთ კრიტიკას, კრიტიკას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია. დისკუსია, რომელიც წლების განმავლობაში, ამას ჩვენ ვთხოვდით, დღესაც ვთხოვთ და ამ დისკუსიაში ისინი ვერ შემოდიან, ვერც ისინი ვერ შემოდიან ამ დისკუსიაში, ვინც მათი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ვერ შემოდიან ამ დისკუსიაში და ვერც ის აგენტურა ვერ შემოდის, რა თქმა უნდა, დისკუსიაში, რომელსაც ისინი, რომელთაც ისინი მართავენ.

ძალიან რულია შეხვიდე დისკუსიაში სახელისუფლებო გუნდთან, საზოგადოებასთან ქვეყანაში, სადაც შენ ეუბნები ქართველებს, რომ თურმე პოლიციელის დაწვა, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა, რევოლუციური სცენარები არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ისინი არიან ერთ-ერთი ავტორები და ჩვენი აგენტურა თან ავტორები იმ დიდი აფიორისა, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი.

ძალიან რთულია შემოხვიდე დისკუსიაში და ვკითხო, თუ რატომ არის ეს რუსული და აგიხსნან, რატომ არის ეს რუსული. რთულია და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ვუსმენთ ერთი მხრივ, ცალმხრივ, ესეთ უტიფარ განცხადებებს და სწორედ ასეთი უტიფარი განცხადებები შემდეგ აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც იდგა ევროკავშირი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა ლუქსემბურგში. შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა, საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოზე მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემაჯამებელ განცხადებაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არ ეძლევათ საქართველოში მათი სტრატეგიული ინტერესების გატარების საშუალება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სროლა, რევოლუციური სცენარები არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ისინი არიან ერთ-ერთი ავტორები და ჩვენი აგენტურა თან ავტორები იმ დიდი აფიორისა, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი. ძალიან რთულია შემოხვიდე დისკუსიაში და ვკითხო, თუ რატომ არის ეს რუსული და აგიხსნან, რატომ არის ეს რუსული. რთულია და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ვუსმენთ ერთი მხრივ, ცალმხრივ, ესეთ უტიფარ განცხადებებს და სწორედ ასეთი უტიფარი განცხადებები შემდეგ აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც იდგა ევროკავშირი“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?