ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ" - ირაკლი კირცხალია ევროკავშირზე

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირმა ფეხქვეშ გათელა საკუთარი ფასეულობები და ბრიუსელში საბჭოთა მმართველობის ფორმები ჩნდება. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან "თეთრზე შავის ძახილი" მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა ხელისუფლება მზადაა ღირსეული პარტნიორობისთვის.

"ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ" - ირაკლი კირცხალია ევროკავშირზე
"ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ" - ირაკლი კირცხალია ევროკავშირზერუსთავი 2

"ყველაზე მთავარი და მართლა საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან, "თეთრზე შავის ძახილი", მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, ღირსეული პარტნიორობისთვისა და ურთიერთობისთვის.

"მათი მხრიდან ახლა ასეთი უტიფარი და თეთრზე შავის ძახილი არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. ისევ თავიანთ რეიტინგს არღვევენ, ისევ თავიანთ ეკონომიკას ანგრევენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას ანგრევენ და ისევ იმ ღირებულებებს ანგრევენ, რა ღირებულებებზეც იდგნენ და რა ღირებულებებზეც უნდათ, რომ მათთან ერთად ყოფილიყო სხვადასხვა ქვეყანა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ვაფიქსირებთ ღიად ყველგან - საერთაშორისო ტრიბუნაზე, შიგნით, ყველა შეხვედრაზე, რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის და ურთიერთობისთვის, ოღონდ ღირსეულად," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველაზე მთავარი და მართლა საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით,“
„მათი მხრიდან ახლა ასეთი უტიფარი და თეთრზე შავის ძახილი არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. ისევ თავიანთ რეიტინგს არღვევენ, ისევ თავიანთ ეკონომიკას ანგრევენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას ანგრევენ და ისევ იმ ღირებულებებს ანგრევენ, რა ღირებულებებზეც იდგნენ და რა ღირებულებებზეც უნდათ, რომ მათთან ერთად ყოფილიყო სხვადასხვა ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ვაფიქსირებთ ღიად ყველგან - საერთაშორისო ტრიბუნაზე, შიგნით, ყველა შეხვედრაზე, რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის და ურთიერთობისთვის, ოღონდ ღირსეულად,“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას - ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები