პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ფასეულობები ფეხქვეშ გათელა და საბჭოთა მმართველობას ამსგავსებს სიტუაციას. მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ღირსეული პარტნიორობისთვის, თუმცა ევროკავშირის ქმედებები საკუთარ რეიტინგსა და ეკონომიკას ანგრევს.

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ
იმედინიუსი

„ყველაზე მთავარი და მართლა საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას ევროკავშირზე საუბრისას.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან, "თეთრზე შავის ძახილი", მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, ღირსეული პარტნიორობისა და ურთიერთობისთვის.

"მათი მხრიდან ახლა ასეთი უტიფარი და თეთრზე შავის ძახილი არაფერს ნიშნავს ჩვენთვის. ისევ თავიანთ რეიტინგს არღვევენ, ისევ თავიანთ ეკონომიკას ანგრევენ, ისევ თავიანთ რეპუტაციას ანგრევენ და ისევ იმ ღირებულებებს ანგრევენ, რა ღირებულებებზეც იდგნენ და რა ღირებულებებზეც უნდათ, რომ მათთან ერთად ყოფილიყო სხვადასხვა ქვეყანა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ვაფიქსირებთ ღიად ყველგან - საერთაშორისო ტრიბუნაზე, შიგნით, ყველა შეხვედრაზე, რომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის და ურთიერთობისთვის, ოღონდ ღირსეულად", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ" - ირაკლი კირცხალია ევროკავშირზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობითი ორგანოები საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ - როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ისე ორმაგი სტანდარტით შეფასებების კუთხით - ირაკლი კირცხალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები