პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა, რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კანონისთვის „რუსული კანონის“ დარქმევა დიდი აფიორაა, ხოლო კრიტიკოსების განცხადებები ევროკავშირის რეპუტაციასა და ღირებულებებს ჩრდილს აყენებს.

თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა, რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ირაკლი კირცხალია
რუსთავი 2

თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა. ძალიან რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სწორედ ასეთი უტიფარი განცხადებები აყენებს ჩრდილს ევროკავშირის რეპუტაციასა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რასაც ეს გაერთიანება ეფუძნებოდა:

"თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა. რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია. რთულია დისკუსია, როცა ეუბნები ქართველებს, რომ თურმე შეიძლება, იუსტიციის სახლში მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად. რთულია შემოხვიდე დისკუსიაში, როცა ეუბნები ქართველებს, რომ ევროპული ღირებულებაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამ კანონების გაუქმებაზე აქვთ საუბარი უკვე წლებია. რთულია შეხვიდე ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან დისკუსიაში, სადაც ეუბნები ქართველებს, რომ პოლიციელის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, რევოლუციური სცენარები არის ამოხატვის თავისუფლება. რთულია ამის თქმა და მტკიცება ქართველებისთვის. ამიტომ, ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. ისინი არიან ავტორები იმ დიდი აფიორისა, როცა კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“. რთულია, აგიხსნან, რატომ არის ეს კანონი რუსული. ამიტომ ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. სწორედ ასეთი განცხადებები აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ჩვენ ვხედავთ კვლევებს თვითონ ევროკავშირში, რა შთაბეჭდილება და შეხედულებები აქვს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ბრიუსელის ელიტა ეწევა," -განაცხადა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას - ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია: ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი, რომ თურმე იუსტიციის სახლში შეუძლია მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად, ან პირიქით, როდესაც ეუბნები, რომ პოლიციელის, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რევოლუციური სცენარები გამოხატვის თავისუფლებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები