პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიბერშეტევა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე - მილიონობით ევროს პროდუქტი გადასაყრელია

საფრანგეთში სამაცივრე სისტემების მართვის პროგრამაზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო 400-მდე სუპერმარკეტი დაზარალდა. საქმეს საფრანგეთის პროკურატურა იძიებს.

კიბერშეტევა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე - მილიონობით ევროს პროდუქტი გადასაყრელია
რადიო თავისუფლება

კიბერშეტევა შეეხო სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელების, Coopérative U-ს, Intermarché-ის, Netto-ს, Carrefour-ის და Monoprix-ის მაღაზიებს.

სავაჭრო ქსელების მონაცემების მიხედვით, დაზარალებულია 400-მდე სუპერმარკეტი საფრანგეთში არსებული დაახლოებით 15 000-დან.

ჰაკერების სამიზნე იყო დანიური კომპანია Danfoss-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც სავაჭრო ქსელები იყენებენ სამაცივრე დანადგარების დისტანციური მართვისთვის.

Danfoss-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევამ დააზიანა დანადგარების მოძველებული მოდელები, რომელთა უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. კომპანიის თანახმად, საწარმოებს დიდი ხანია ურჩევს სისტემების განახლებას

კიბერშეტევას საფრანგეთის პროკურატურა იძიებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის სუპერმარკეტებში მაცივრები კიბერშეტევის სამიზნე გახდა, გაფუჭდა მილიონობით ევროს ღირებულების პროდუქცია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბელგიაში, ათეულობით სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულე სისტემებზე კიბერშეტევა განხორციელდა - მაღაზიებს დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების პროდუქტის გადაყრა მოუწიათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები