საფრანგეთის სისხლის ბანკებზე კიბერთავდასხმა მოხდა, ევროპის სხვა ქვეყნებში ჰაკერთა ოპერაციები აისახა...
საფრანგეთის სამი რეგიონული სისხლის ბანკის მაცივრებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, პარალელურად კი ჰაკერების იერიშების გამო ევროპის რვა სახელმწიფოს სარეალიზაციო ქსელები იძულებული გახდნენ დიდი მოცულობის საკვები გადაეყარათ.

საფრანგეთის სამი რეგიონული სისხლის ბანკის მაცივრებზე კვირიდან ორშაბათის ღამეს კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამავე დროში ჰაკერებმა იერიშები მიიტანეს სუპერმარკეტებზე შვედეთსა და ბელგიაში.
"საფრანგეთის სისხლის ორგანიზაციის (EFS) რამდენიმე რეგიონულ ობიექტს შეეხო კიბერუსაფრთხოების ინციდენტი, რომელმაც გავლენა იქონია სიცივეში შენახვის ოთახზე დაკვირვების და კონტროლის სისტემაზე" - წერს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებაში.
EFS-ის პრესმდივანი, შარლი დუბუა აცხადებს, რომ საკუთრივ სისხლის ბანკზე ინციდენტს არ მოუხდენია გავლენა.
"ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რადგან სისხლი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჭირო. მათ სისტემისგან გაფრთხილება მიიღეს პრობლემების თაობაზე და სისხლი გადაიტანეს სხვა მაცივრებში, რომლებსაც ინციდენტი არ შეეხო" - თქვა დუბუამ.
დაახლოებით დროის ამავე მონაკვეთში ჰაკერების ოპერაციები აისახა მაღაზიათა მაცივრებზე ევროპის რვა სახელმწიფოში - რამაც სარეალიზაციო ქსელები აიძულა გადაეყარათ დიდი მოცულობის საკვები. ანალოგიური ინციდენტი სამი კვირის წინ მოხდა საფრანგეთის ათობით სუპერმარკეტში.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხშაბათს ვითარება კონტროლის ქვეშაა.
მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ განხორციელდა თავდასხმა, რა აღჭურვილობაზე მოახდინა მან შესაძლო გავლენა.
მსგავსი ინციდენტების გამო ევროკავშირში იზრდება შეშფოთება ინფრასტრუქტურაში არსებულ შესაძლო სუსტ წერტილებზე - იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მატულობს დაძაბულობა უსაფრთხოების სფეროში.
ციტატები სტატიიდან
„საფრანგეთის სისხლის ორგანიზაციის (EFS) რამდენიმე რეგიონულ ობიექტს შეეხო კიბერუსაფრთხოების ინციდენტი, რომელმაც გავლენა იქონია სიცივეში შენახვის ოთახზე დაკვირვების და კონტროლის სისტემაზე“
„ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რადგან სისხლი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჭირო. მათ სისტემისგან გაფრთხილება მიიღეს პრობლემების თაობაზე და სისხლი გადაიტანეს სხვა მაცივრებში, რომლებსაც ინციდენტი არ შეეხო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…