პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას ან გაუარესებას არ აპირებს, თუმცა ქვეყანა საგარეო პოლიტიკასა და იმპორტ-ექსპორტში ბალანსისა და ალტერნატივების შექმნას ცდილობს.

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
იმედინიუსი

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი არსებობდა, ახლა კი მშვიდობაა.

„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა. ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეკითხვაზე - ჩაატარებს თუ არა სომხეთი რეფერენდუმს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ - ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად სომხეთს ჯერ სულ მცირე ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მაინც უნდა ჰქონდეს წარდგენილი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, უამრავი რეფორმაა განსახორციელებელი, რათა სომხეთმა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობონიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
  2. POSTVსამთავრობონიკოლ ფაშინიანი: “სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება, – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა. ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი მიზანია, სომეხ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად დარჩეს, ევროკავშირის წევრი გახდეს თუ არც ევროკავშირისა და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები