ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლ ფაშინიანი: “სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება, – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა არ აქვს განზრახული და პირიქით, მათი განვითარება სურს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას დაბალანსებული საგარეო კურსი აქვს და ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის.

ნიკოლ ფაშინიანი: “სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება, – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”
ნიკოლ ფაშინიანი: “სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება, – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”POSTV

“სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება”, – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში შეკითხვის საპასუხოდ – ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას.

„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა.

ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა, თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეკითხვაზე – ჩაატარებს თუ არა სომხეთი რეფერენდუმს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად სომხეთს ჯერ სულ მცირე ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მაინც უნდა ჰქონდეს წარდგენილი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, უამრავი რეფორმაა განსახორციელებელი, რათა სომხეთმა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება“
ნიკოლ ფაშინიანი
„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა. ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა, თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“
ნიკოლ ფაშინიანი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?