ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება, თუმცა რეგიონში შეცვლილი ვითარების გამო რუსეთთან ურთიერთობები ძველებური ვეღარ იქნება. მისი თქმით, ერევანი მოსკოვთან კავშირების შენარჩუნებას ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად გეგმავს.

ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება
ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდებანეტგაზეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება. ამის შესახებ მან ფრანგულ საერთაშორისო რადიოსთან (RFI) ინტერვიუში განაცხადა, სადაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე ისაუბრა.

ინტერვიუში ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, აწუხებდა თუ არა რუსეთის პოლიტიკოსების გაფრთხილებები, რომ სომხეთი შესაძლოა „მეორე უკრაინა“ გახდეს.

„არ მგონია“, – უპასუხა ფაშინიანმა. შეკითხვაზე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ ეს არ მოხდებოდა, მან განაცხადა: „დიახ, ასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ“.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება.

„პირიქით, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება გვინდა“, – განაცხადა მან.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში შეცვლილი ვითარების გამო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ძველებური ვეღარ იქნება.

„მიუხედავად ყველაფრისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. რა შეიცვალა? ადრე კონფლიქტი გვქონდა აზერბაიჯანთან, ახლა კი მშვიდობა გვაქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე დაადასტურა, რომ სომხეთი რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ევროკავშირთან დაახლოების პარალელურად აპირებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა 4 ოქტომბერს, ირანის სახელმწიფო მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ქვეყნის განვითარების კურსის შეცვლა კარგ შედეგს არ მოიტანდა. მისი თქმით, სომხეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი „ახალ უკრაინად“ ქცევა იქნებოდა.

სომხეთმა 2025 წელს მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთი შესაძლო არჩევანია, თუმცა ამისთვის სომხეთმა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა თავისთავად მიზანი არ არის.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიახ, ასე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ“
„პირიქით, ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება გვინდა“
„მიუხედავად ყველაფრისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. რა შეიცვალა? ადრე კონფლიქტი გვქონდა აზერბაიჯანთან, ახლა კი მშვიდობა გვაქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?