ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრას ალექსანდრიის, ანტიოქიის, კვიპროსის, ელადის, პოლონეთისა და უკრაინის ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლაინტერპრესნიუსი

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საპატრიარქოს ცნობით, დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ:

ალექსანდრიის საპატრიარქო: მარეოტის ეპისკოპოსი დამასკინოსი (საპატრიარქო ვიკარიუსი).

ანტიოქიის საპატრიარქო: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი.

კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო: კიტიონის მიტროპოლიტი ნექტარიოსი და ბატონი მაიკლ სპირუ.

ელადის სამთავარეპისკოპოსო: დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი და ბატონი ალექსანდრე პაპაიოანუ.

პოლონეთის სამიტროპოლიტო: სუპრასლის ეპისკოპოსი ანჟეი (ბორკოვსკი) და დეკანოზები: ჰენრიკ პაპროცკი და იაროსლავ იუზვიკი.

უკრაინის სამიტროპოლიტო: ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი; ტერნოპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, პოჩაევის სასულიერო სემინარიის რექტორი, შუმსკის მთავარეპისკოპოსი იობი; დეკანოზი ვასილ ვოზნიუკი და დიაკონი მაქსიმ სავჩუკი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

"სტუმრებმა მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს, დაადასტურეს ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მართლმადიდებელ სამყაროში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს", - აღნიშნავს საპატრიარქო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სტუმრებმა მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს, დაადასტურეს ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მართლმადიდებელ სამყაროში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?