პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე საეკლესიო დელეგაციებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან.
მთავრობის მეთაურმა საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი.
შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ესწრებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან
ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…