ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.
„ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი
შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.