ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე: 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონი

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მაშინ როცა 2012 წლამდე ეს მაჩვენებელი 19 000 იყო. მინისტრის თქმით, მხოლოდ განსახლების პროგრამაზე 250 მილიონია გამოყოფილი და ბინა დამატებით 2 700 ოჯახს გადაეცემა.

მიხეილ სარჯველაძე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე: 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონი
მიხეილ სარჯველაძე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე: 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონირუსთავი 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკასა და მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლამდე არსებული მმართველობის პირობებში, სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა, ხოლო 2012 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი 45 000-ს აღემატება.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საცხოვრებლების განაწილების პროცესი ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება.

"დღეს ვინც ცდილობს, რომ პროგრამებს, სახელმწიფოს მიდგომებსა და პოლიტიკას თავს დაესხას, არ გამოსდის. იმ ხალხის მმართველობის პირობებში, სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა, ანუ რაც გაჩნდა ეს ვალდებულება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, სულ 19 000 ოჯახი.

2012 წლიდან დღემდე დაკმაყოფილებულ ოჯახთა რაოდენობა 45 0000-ს აღემატება. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. ისეთი მასშტაბური მშენებლობა, როგორიც ახლა მიმდინარეობს, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსების, ვხედავთ ახალი კვარტლები აშენდა მთელ თბილისში. ახლა მიმდინარეობს პროექტი, შვიდი უზარმაზარი კორპუსი შენდება ზუგდიდში, შენდება ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისში გვაქვს მიმდინარე პროექტი. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინტერვენციებია, რომლითაც რეალურად შეიძლება ამ პრობლემის წელში გადატეხა.

დევნილებზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ პარალელურად, ყველა ოჯახს ერთნაირი საჭიროება არ აქვს, რა თქმა უნდა, ვიღაცას უფრო სწრაფად ეკუთვნის რაღაცა და ვიღაცას უფრო ნაკლებად. კანონმდებლობით არის განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც ეს ფასდება. არ არის დამოკიდებული ეს რომელიმე მოხელის, ჩემი ან რომელიმე ჩემი თანამშრომლის პირად შეხედულებაზე. აქ არის ობიექტური კრიტერიუმები.

2012 წლამდე იყო სულ 25 მილიონი იყო მთელი ამ სამინისტროს ბიუჯეტი. დევნილთა სამინისტრო რომ არსებობდა. დღეს მარტო განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონი და მზარდია. ახლა, ამ წუთას მიმდინარე პროექტების შედეგად, ინდივიდუალური ბინა გადაეცემა დამატებით დაახლოებით 2 700 ოჯახს. ეს არ არის უმნიშვნელო ციფრი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვინც ცდილობს, რომ პროგრამებს, სახელმწიფოს მიდგომებსა და პოლიტიკას თავს დაესხას, არ გამოსდის. იმ ხალხის მმართველობის პირობებში, სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა, ანუ რაც გაჩნდა ეს ვალდებულება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, სულ 19 000 ოჯახი. 2012 წლიდან დღემდე დაკმაყოფილებულ ოჯახთა რაოდენობა 45 0000-ს აღემატება. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. ისეთი მასშტაბური მშენებლობა, როგორიც ახლა მიმდინარეობს, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსების, ვხედავთ ახალი კვარტლები აშენდა მთელ თბილისში. ახლა მიმდინარეობს პროექტი, შვიდი უზარმაზარი კორპუსი შენდება ზუგდიდში, შენდება ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისში გვაქვს მიმდინარე პროექტი. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინტერვენციებია, რომლითაც რეალურად შეიძლება ამ პრობლემის წელში გადატეხა. დევნილებზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ პარალელურად, ყველა ოჯახს ერთნაირი საჭიროება არ აქვს, რა თქმა უნდა, ვიღაცას უფრო სწრაფად ეკუთვნის რაღაცა და ვიღაცას უფრო ნაკლებად. კანონმდებლობით არის განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც ეს ფასდება. არ არის დამოკიდებული ეს რომელიმე მოხელის, ჩემი ან რომელიმე ჩემი თანამშრომლის პირად შეხედულებაზე. აქ არის ობიექტური კრიტერიუმები. 2012 წლამდე იყო სულ 25 მილიონი იყო მთელი ამ სამინისტროს ბიუჯეტი. დევნილთა სამინისტრო რომ არსებობდა. დღეს მარტო განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონი და მზარდია. ახლა, ამ წუთას მიმდინარე პროექტების შედეგად, ინდივიდუალური ბინა გადაეცემა დამატებით დაახლოებით 2 700 ოჯახს. ეს არ არის უმნიშვნელო ციფრი“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?