მამუკა ფიფია: ეს მხოლოდ პირველი ტალღაა - 40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ მზადდება სანქციები
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის - მათ შორის, ადგილობრივი Coca-Cola-ს, მინერალური წყალი „ნაბეღლავისა“ და წამყვანი მეღვინეობების ნაწარმის ბაზრიდან გაწვევისა და აკრძალვის შესახებ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, რეალურად, ეს პროცესი პროგნოზირებადი იყო.
„40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ მზადდება სანქციები“, - ასე გამოეხმაურა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მამუკა ფიფია რუსეთის მიერ ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალურმა ზედამხედველობის სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. 2026 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ მწარმოებელს შეეხო.
აკრძალული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალში არიან: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.
როგორც მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში წერს, ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში სანქციების კიდევ რამდენიმე ეტაპია მოსალოდნელი.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის - მათ შორის, ადგილობრივი Coca-Cola-ს, მინერალური წყალი „ნაბეღლავისა“ და წამყვანი მეღვინეობების ნაწარმის ბაზრიდან გაწვევისა და აკრძალვის შესახებ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, რეალურად, ეს პროცესი პროგნოზირებადი იყო.
ჯერ კიდევ ივლისში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ მზადდება სანქციები.
სამწუხარო ფაქტია და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ იქნება 2-3 ტალღა. სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას ეხება და ჯერჯერობით მხოლოდ მინერალურ წყალს, ლუდსა და ალკოჰოლს შეეხო, თუმცა შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება!“, - წერს მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.